ეკონომიკა

ევროკავშირი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით, მომდევნო წლებში, 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

14.07.16 21:25


მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყოფთ 180 მილიონ აშშ დოლარს, სასოფლო-სამეურნეო სფეროში ბიზნესპროექტების ხელშესაწყობად, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში განაცხადა.

„ამ საღამოს მექნება შესაძლებლობა, გავეცნო სასოფლო- სამეურნეო პროექტებს. ქართველი ხალხის 50%-მდე პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყობთ 180 მილიონ აშშ დოლარს, სასოფლო-სამეურნეო სფეროში ბიზნესპროექტების ხელშესაწყობად“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები