პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

10.01.19 12:15


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ადმინისტრაციაში აქამდე მომუშავე თანამშრომლებიდან ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ, თუმცა, როგორც ცნობილია, თანამშრომელთა რაოდენობა უნდა განახევრდეს.

„ამ ეტაპზე მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია. რეორგანიზაცია ახლა დაიწყო და როგორ და რანაირად იქნება, ამას ვერ გეტყვით. სამსახურიდან გაშვებული ან შემცირებული არავინ არ არის, გარდა იმისა, ვინც პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა ადმინისტრაცია. ყველაფერი ისე მიმდინარეობს და ისე გაგრძელდება, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული“, - განცხადეს ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარით განისაზღვრა, მაშინ როცა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 9 800 000 ლარს შეადგენდა.

ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე უნდა შემცირდეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები