პოლიტიკა

მუხროვანის სამხედრო ბაზიდან 800-მდე სამხედრო გაათავისუფლეს - რას აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში

10.01.19 13:15


მუხროვანის სამხედრო ბაზიდან სამხედროები გაათავისუფლეს - ინფორმაციას "რუსთავი 2"- ავრცელებს.

თავდაცვის უწყება ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, სამხედროების როტაცია ხდება.

"კურიერის" ინფორმაციით, თავად სამხედრო მოსამსახურეები ღიად არ საუბრობენ და კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა ბაზიდან, ჯარისკაცები არ პასუხობენ.

"კურიერის" წყარის ინფორმაციით, კი თავდაცვის უწყებამ დაახლოებით 800 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ:

"საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება.

საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცნდენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე, სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზდება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები"- განუცხადეს "ნიუპოსტს" თავდაცვის სამინისტროში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები