პოლიტიკა

"სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა"- უგულავა ივანიშვილის განცხადებაზე

10.01.19 14:00


ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დღეს გავრცელებულ განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს.

"სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა ოცნების შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად სჩანს რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე მაინც უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია"- აღნიშნავს უგულავა.

ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ მიმართვაში აღნიშნავს, რომ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება და მისი პარლამენტის ვიცესპიკერად დანიშვნა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო გადაწყვეტილი.

ექსპრემიერის შეფასებით, რადგან "ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა", მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა აღარ იგეგმება.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები