პოლიტიკა

„ორშაბათს ნათელს მოვფენ ყველაფერს“ - ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

10.01.19 14:15


„დარწმუნებული ვარ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, - ასე პასუხობს ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

როგორც მან „მაესტროსთან“ საუბარში აღნიშნა, ამ თემაზე ორშაბათს ისაუბრებს.

„რა სიმბოლურია რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას რაც გავრცელდა პარტიის თაჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს.მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თავჯდომარის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები