პოლიტიკა

„ივანიშვილი კობახიძის გუნდს და მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უჭერს მხარს. საინტერესოა, ხალხი ვის უჭერს მხარს“ - დავით ჭიჭინაძე

10.01.19 14:45


ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი მოსამართლეთა სიის უკან ივანიშვილი დგას, რომელიც მხარს კობახიძის გუნდს უჭერს.

„ამ განცხადებით ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გუნდს და მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უჭერს მხარს. საინტერესოა, ხალხი ვის უჭერს მხარს და რამდენად ემთხვევა ეს იმ დანაპირებს, რომელიც გაიცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის. მას რომ გაეკეთებინა მეორე ტურამდე განცხადება, რომ მხარს უჭერს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და სხვა მოსამართლეებს, არ მგონია, გაემარჯვათ. ის დაპირებები, რაც გაიცემა არჩევნების წინ, ამის მაგალითი არის დონალდ ტრანპი, თუ როგორ ცდილობს შეასრულოს თავისი საარჩევნო დაპირება. რა დაპირებასაც საარჩევნოდ ვიძლევით, უნდა შესრულება. ჩემი ეჭვები გამართლდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი“, - ამბობს ჭიჭინაძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეების ამ სიის დამტკიცებას აქციები მოჰყვეს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები