პოლიტიკა

გია ვოლსკი ეკა ბესელიაზე - ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით

10.01.19 16:00


ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით - როგორი ფორმით მოხდება დაცილება ან საერთოდ მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ბესელია თანამდებობიდან გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას, მოსამართლეების საკითხით აპელირებს.

“სკეპტიკური ვარ, მაგრამ შესაძლოა, პოზიციები დავაახლოვოთ და შექმნილ სიტუაციაში უკეთ გავერკვეთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები