პოლიტიკა

გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

14.01.19 11:30


ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა.

მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული გზებისა და გადასასვლელების კონტროლს ახდენენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები