პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 5 თებერვალს განაახლებს

14.01.19 12:45


საქართველოს პარლამენტში, რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, 5 თებერვალს გაიხსნება.

საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის, კანონმდებლები მოისმენენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველ ყოველწლიურ ანგარიშს, ასევე იმსჯელებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე და აირჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის პოსტი ვაკანტური გასული წლის აგვისტოდან არის.

პარლამენტის ახალი რეგლამენტი რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, კანონმდებლებს საგაზაფხულო სესიიდან საქმიანობა ახალი რეგლამენტის პირობებში მოუწევთ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს დაიხურება.

2019 წლიდან პარლამენტი სრული დატვირთვით თბილისში იმუშავებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები