პოლიტიკა

დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

14.01.19 14:50


დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, რომ კირკიტაძე გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა.

საქმე ეხება, ქვემო ქართლში დავით კირკიტაძის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.

დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა. 11 იანვარ გამართულ პროცესზე, გაეთიანებული ოპოზიცის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ პროკურატურას უკანასკნელი საბჭოური სტრუქტურა და ივანიშვილის ხელში სადამსჯელო იარაღი უწოდა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები