პოლიტიკა
14.01.19 16:45
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ბათუმში გაიმართა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია Trammo გახდება Wondernet Express Investment Group -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი.
გიორგი ქობულიას თქმით, პროექტს ძალიან დიდი შედეგიანობა ექნება როგორც ბათუმის პორტისთვის და აჭარისთვის, ასევე საქართველოს რკინიგზისთვისაც, რომელიც ამ ტვირთებს გადაზიდავს.
„ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტი და, რა თქმა უნდა, აჭარის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის პროექტები უფრო მეტ საფუძველს შექმნის და მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელონ“, - განაცხადა ქობულიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციის განხორციელება და აღნიშნა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია, ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს.
„ბათუმის შემთხვევაში საქმე გვაქვს მაღალტექნოლოგიური ტერმინალის მშენებლობასთან, რომელიც იქნება დახურული ციკლით მომუშავე საწარმო.
აღნიშნული პროექტი, პირიქით, ხელს შეუწყობს ბათუმის პორტის ეკოლოგიური სტანდარტების ამაღლებას“, - განაცხადა ქობულიამ.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით. ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას.
ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტს განახორციელებს კომპანია Wondernet Express , რომელიც წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში.
კომპანია Wondernet Express Investment Group-მა, მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააფორმა შეთანხმებები ძირითად პარტნიორებთან, ესენია - საქართველოს რკინიგზა, ბათუმის პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს ნავსადგური.
ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, კერძოდ კონვეიერული სისტემით და გემის დამტვირთველით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად. ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა.
კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24