პოლიტიკა

გოგაშვილის და მამაცაშვილის მიერ „მოტეხილი“ ფული - სუს-ის უფროსი ყოფილი მოადგილე შესაძლოა დააკაონ

15.01.19 10:00


გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის ინფორმაციით, იგეგმება სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავება. ელისო კილაძე ამბობს, რომ გოგაშვილის დაკავების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის სუს-იდან საარჩევნო შტაბში გადაიყვანეს, თუმცა მან დავალება ვერ შეასრულა. გოგაშვილმა ვერც შედეგი დადო და არამიზნობრივად დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომელიც საარჩევნოდ მას ებარა

„მას შემდეგ რაც სოსო გოგაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს, ის საპრეზიდენტო არჩევების კამპანიის დროს მხილებულ იქნა თანხების მითვისებაში და მეორე ტურის წინ ის ქართული ოცნების ოფისში საერთოდ არ გამოჩენილა. ამის შემდეგ, ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო მისი და უჩა მამაცაშვილის ერთობლივი ბიზნეწილების გარკვევა და საქმე ეხება დიდი რაოდენობით თანხებს, რომელიც ამ ორ პერსონას „მოტეხილი“ აქვს ქართული ოცნების შავი სალაროს გვერდის ავლით“ - აცხადებს ელისო კილაძე.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები