პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის ბოლნისში არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

16.01.19 10:45


ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.

მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები