პოლიტიკა

საკადრო წმენდა სუსში - გომელაურის უწყება ცვლილებებს ოფიციალურად ადასტურებს

16.01.19 12:45


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკადრო ცვლილებებს ოფიციალურად ადასტურებს.

როგორც "ნიუპოსტს" სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს, მათი დანიშვნის ბრძანებას სუსის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურში სუს-ის უფროსის მოადგილედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოქმედი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ინიშნება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები