პოლიტიკა

ევროკავშირი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდ ევროს გამოყოფს

16.01.19 13:00


ევროკავშირი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდ ევროს გამოყოფს.

მსოფლიო ბანკთან ერთობლივი პროექტი გზებისა და რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს, საერთო ჯამში 4,800 კილომეტრით. ასევე, პორტების, აეროპორტების, ლოჯისტიკის ცენტრებისა და საგუშაგოების განვითარებას. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი 1news.az ავრცელებს.

ბრიუსელი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა – ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 2020 წელს უკვე დაგეგმილია რამდენიმე პროექტის განხორციელება, დანარჩენი პროექტები კი მხოლოდ 2030 წლისთვის დასრულდება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები