პოლიტიკა

2019 წლის განმავლობაში თბილისში 220 ახალი ავტობუსი შემოვა

16.01.19 13:30


დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში 2019 წლის განმავლობაში 220 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა.

„ეს არის 220 ერთეული, რვა მეტრიანი „ისუზუ“-ს მარკის ავტობუსი.

დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია. საერთო ღირებულებაა 69 მილიონ ლარამდე.

მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა. დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“, – განაცხადა ხმალაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები