პოლიტიკა
16.01.19 13:45
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები. მზარდია ეს კავშირები, ასევე, ურთიერთობები განათლების კულტურის სფეროში გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით.
დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და რა თქმა უნდა, როცა საუბარი გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ყურადღებას ვამახვილებთ ამ ასპექტზეც. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია ჩვენს ფრანგ კოლეგებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრის მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დღევანდელი დღე ემოციური იყო.
„ზოგადად, როდესაც გვაქვს ასეთი ვიზიტები, შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ შევხვდეთ დიასპორის წარმომადგენლებს. საფრანგეთში მოტივაცია არის განსაკუთრებული, გამორჩეულია ჩვენი ფრანგული სათვისტომო პირველ რიგში იმით, რომ მისი წარმომადგენლები არიან ჩვენი გამორჩეული წინაპრების შთამომავლები.
დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ თვითმყოფადობას და დღევანდელი დღე ამ კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა და ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.
„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ გადავალთ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების შედარებით მშვიდ რელსებზე. გვაქვს უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა ყველა მიმართულებით. აქტიურ რეჟიმში მიდის ამაზე მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა, საფრანგეთის მხარდაჭერა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა დიასპორასაც შეუძლია. დიასპორის წარმომადგენლები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ელჩები შესაბამის ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, გვაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ინტერესების საერთაშორისო დონეზე გატანაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24