პოლიტიკა
16.01.19 14:00
"დღევანდელ ეპოქაში არსებობენ ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს თავისუფალ არჩევანს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ტერიტორიების პირდაპირი ოკუპაციით და ანექსიით, შანტაჟით, მუქარით, ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით ხდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და შექმნილი აქვს მარიონეტული ავტორიტარული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა: ეთნიკურად ქართველ ბავშვებს წაართვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა;
მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილება; მიზანმიმართულად, ქართული კვალის წაშლის მიზნით, დაანგრიეს ქართული სოფლები; იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს; გაბატონებულია დაუსჯელობა; ორივე ოკუპირებული რეგიონი, ფაქტობრივად, გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ. ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, ეს ორი რეგიონი ვერ ახერხებს სრულად გაიზიაროს დანარჩენი საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას, უკვე წლებია, რუსეთის მიმართ პრაგმატული, მშვიდობიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა აქვს შემუშავებული. ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული.
„ეს პოლიტიკა ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივას. მისასალმებელია, რომ რუსეთის შეუვალი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ხალხებს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში ფართოვდება, რაც საქართველოში რუსი ტურისტების სულ უფრო მზარდ რაოდენობაზეც აისახება. საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ გააუმჯობესა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული, რადგანაც რუსეთი კვლავ არ ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ენერგიულად ვაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24