პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვჯერა, რომ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს

16.01.19 15:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ ორიოდე თვის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ეს ფაქტი სიმბოლურია: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული მოვლენაა და ასევე, ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ოჯახს, რომელიც ემიგრირებული იყო პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა ორ ქვეყანას შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო და რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები