პოლიტიკა

ზაქარია ქუცნაშვილი - თუკი სერგო მეთოფიშვილს სურს თავი გამოიჩინოს ფრთიანი გამონათქვამებით, შეუძლია 2020 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტში მოვიდეს

16.01.19 15:45


თუკი სერგო მეთოფიშვილს სურს თავი ფრთიანი გამონათქვამებით გამოიჩინოს, შეუძლია 2020 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და წარმომადგენლობით ორგანოში მოვიდეს, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის სერგო მეთოფიშვილის "ფეისბუქის" პოსტს, სადაც წერს, რომ ბესელიასნაირი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემას დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან.

„სჯობს, დიქტატურასა და ავტორიტარიზმზე ფრთიანი გამონათქვამებით იმ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ, ვინც ასეთ საუბარში შემჩნეულია.

მოსამართლეს აკადემიური რიტორიკისკენ მოვუწოდებ. სასამართლო ხელისუფლება წარმომადგენლობითი დემოკრატიისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მსაჯული და არა მხარე. მე ამას ვისურვებდი, თორემ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და შეუძლია უფრო ფრთიანი გამონათქვამებიც გამოიყენოს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი იმ განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების მხრიდან გაკეთდა უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, ეკა ბესელია და სხვა პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლო სისტემას, რაც სამარცხვინო ფაქტია.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები