პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან უნდა გამოვიდეს

09.05.16 19:30


საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება აუცილებელია კონსტრუქციული მიდგომით.

„ვფიქრობ, რომ რუსეთთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების ნორმალიზება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები ჩიხში არის შესული და ვფიქრობ, რომ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. მაგრამ… არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, რომ მომავალში შესაძლებელია თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრა, ადეკვატური უწოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ამისთვის მომზადება და დროა საჭირო.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა. 2008 წლიდან თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები