პოლიტიკა

საქართველოს ელჩი ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

16.01.19 16:20


ბულგარეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ცვეტან სიმეონოვთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსა და ბულგარეთის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

საქართველოს ელჩმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს ბულგარეთი განიხილავს როგორც ახლო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრია და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ეკონომიკური საბჭოს ეგიდით მოქმედებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები