პოლიტიკა

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალზე პრიზი გადასცა

16.01.19 17:40


„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება რადიო JAKO FM-ის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. საუკეთესო სპორტსმენებს რადიოს ერთერთი დამაარსებლის, ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტისა და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

გამარჯვებულები JAKO FM-ის ერთერთმა დამაარსებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ ტოჩინოშინის მნიშვნელოვან ტურნირზე ყოფნის გამო მისი კუთვნილი პრიზი ლევან გორგაძის დედას ნანა მარქარაშვილს გადასცა, ღონისძიებას მთავრობის, თბილისის მერიის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და დამსახურებელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ლევან გორგაძე პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა და საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელი და მე-11 უცხოელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. 30 წლის ლევან გორგაძეს იაპონურ სუმოში 12-წლიანი კარიერის თავზე - ოძეკის (ჩემპიონის) პრესტიჟული წოდება მიენიჭა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები