პოლიტიკა

"დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს"

17.01.19 10:15


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

აღნიშნულის შესახებ ინფომაცია თბილისი მერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხვალამდე ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე, ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი", - ნათქვამია დედაქალაქის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში დიდ დიღომში ახალაშენებული ცხრა სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი მათ შორის ერთი მცირეწლოვანი და დაშავდა რვა მოქალაქე.

მომხდარიშ ემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა და მასთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები