პოლიტიკა
18.01.19 16:00
“ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხა რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება.
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 ევროს ფინანსური სახსრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ საქართველო გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ჩვენი თხოვნა ევროპის მიმართ, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება გაზრდილიყო, დაკმაყოფილებულია და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საკითხზე 21 ნოემბერს გაიმართა პირდაპირი შეხვედრები და კომუნიკაცია ევროკომისრებთან, სადაც ევროკავშირმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სიიდან ერთადერთ ქვეყანას, შესთავაზა აღნიშნული ფორმატი.
„ჩვენ მათთან ერთად გავიარეთ აღნიშნული პროექტები და შესაბამისად, მინდა ჩვენს საზოგადოებას ვამცნო, რომ ეს პორტფელი არის დამტკიცებული. მინდა ყველას მივულოცო და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხების ინვესტირება მოხდება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.
„კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ფარგლებშიც, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს მისცემს ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, მისასალმებელია ევროკომისიის მიერ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის გამოქვეყნება. საინვესტიციო გეგმის განხორციელებით, შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24