პოლიტიკა

ეკა ბესელიას კომიტეტი პერსონალური ანგარიშების მოსმენაზე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

09.05.16 20:25


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს ინიციატივა აქვს, რომელიც პერსონალური ანგარიშების მოსმენაზე რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ინიცირებული კანონპროექტის და ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ამზადებს ცვლილებებს, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სხვა სამსახურების ყოველწლიური სავალდებულო ანგარიშის მოსმენის ახალი მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

მისივე თქმით, რეგლამენტში უფრო დაწვრილებით უნდა გაიწეროს მოსმენის პროცედურები.

„იმას, რასაც უკვე ვაკეთებთ, მეოთხე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით, გვინდა რეგლამენტში პროცედურებში ჩაიწეროს, თან ამას აუცილებლად მოვასწრებთ ამ მოწვევის პარლამენტში, რომ ყველა მომდევნო პარლამენტი სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს პერსონალურ ანგარიშებს, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ასევე ანგარიშის მოსმენის შემდგომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს სპეციალური დადგენილების მიღებით, რომელშიც ჩაიწერება, რა რეკომედაციები იქნება გაზიარებული. ეს იქნება სიახლე და, დარწმუნებული ვარ, ამას პარლამენტის მხარდაჭერაც ექნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, რეგლამენტში ჩაიწერება სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ანგარიშების მოსმენის კონკრეტული პროცედურები, ვადები, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ა.შ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები