ანალიტიკა
29.03.19 20:20
ცნობილი გახდა, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს „სულიერი მენტორი“ გამოუჩნდა. გამოცხადდა, რომ ვარდაპეტი (არქიმანდრიტი) ტერ მაგაკია ამირიანი საქართველოში სომხურ სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაში იქნა გამოძახებული და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის წალკის მუნიციპალიტეტის სომხებს „გაასაზრდოებს“.
ამასთანავე ძალიან საინტერესოა ტერ მაგაკია ამირიანის ბიოგრაფია. იგი 2011 წლიდან იყო წმ. გრიგორ ლურასოვიჩის ეკლესიის წინამძღვარი არგენტინის დედაქალაქ - ბუენოს-აირესში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სამხრეთ ამერიკაში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორით.
ტერ მაგაკია ამირიანის ბიოგრაფიის „არგენტინული გვერდი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ არგენტინის სომხურ თემთან და მის სასულიერო ლიდერებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობებში იმყოფებოდა ამჟამინდელი ვატიკანის მეთაური - რომის პაპი ფრანცისკი (ხორხე მარიო ბერგოლიო), რომელიც არგენტინაში კარდინალი იყო.
თვითონ ტერ მაგაკია ამირიანი აღიარებდა 2016 წლის ინტერვიუში, იმას, რომ ასეთი მეგობრობა ჰქონდა მომავალ რომის პაპს არგენტინელ სომხებთან („არგენტინელები ხედავენ საიმედოობას არგენტინის სომხურ თემში“: ვარდაპეტი მაგაკია ამირიანი http://hayernaysor.am/ru/archives/204831 )
- ცნობილია, რომ არგენტინის სომეხთა ეპარქიის ხელმძღვანელი არქიეპისკოპოსი გისაკ მურადიანი პაპ-ფრანსისკთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა. საინტერესოა, რა საინტერესო ისტორიებს უყვებოდა წმიდა მამა, რომელიც დაკავშირებული იყო რომის პაპთან?
- დიახ, რომის პაპ ფრანცისკის მეგობრობა არგენტინის სომხურ თემთან და არქიეპისკოპოს გისაკთან იყო ძალიან თბილი, გულწრფელი, იმ დროს, როდესაც პაპი იყო კარდინალის თანამდებობაზე არგენტინაში. იგი გრძნობდა სომხების გულწრფელ დამოკიდებულებას მისდამი, ამიტომ ვუყვარდით და გვენდობოდა. როგორც ცნობილია, მეგობრული ურთიერთობები დღემდეა შემონახული.
უწმინდესი ყვებოდა, რომ რომის პაპი ხშირად ჩამოდიოდა სომხურ ეკლესიაში ქალაქის ტრანსპორტით. დიდი ძალისხმევით არწმუნებდნენ მას, რომ მანქანით წაეყვანათ კათოლიკურ ეკლესიაში.
სომხეთში რომის პაპის ვიზიტის დროს არგენტინის სომხური თემის წარმომადგენლები, მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, შეძლეს და მიიღეს პაპის სპეციალური მოსაწვევი ბილეთები და არა მხოლოდ ცალკე შეხვედრაზე წმინდა საყდართან, არამედ შესაძლებლობა ესაუბრათ და გადაეღოთ სურათები. პაპმა, როგორც ყოველთვის ხელგაშლილმა მიგვიღო და შესანიშნავი შეხვედრა შედგა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კარდინალი ბერგოლიო - მომავალი პაპი ფრანცისკი სომხებს „ელაქუცებოდა“ და რეგულარულად სტუმრობდა „გენოციდის“ ღონისძიებებს. „ასე უბრალოდ“ იეზუიტთა ორდენის ლიდერი (რომელიც იყო კარდინალი ბერგოლიო) ამას არ გააკეთებდა.
გამოდის, რომ სამცხე-ჯავახეთში აგზავნიან ადამიანს, რომელიც „ძალიან ახლოსაა“ რომის პაპთან. თანაც ისე, რომ სომხებს შორის სამცხე-ჯავახეთი ითვლება „მიყრუებულ ადგილად“. ანუ, თუ ამ ქართულ რეგიონში არაფერი არაა დაგეგმილი, ეს არის ერთგვარი „მითითება“ საკმაოდ პერსპექტიული სომხური არქიმანდრიტისთვის, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა კარიერა ეჩმიაძინში.
და თუ რამე იგეგმება?
მაშინ ტერ მაგაკია ამირინიას დანიშნვა პირდაპირი მნიშვნელობით ხდება „საქმიანი მოგზაურობა მოწინავე ხაზზე“ „მომავალი გეოპოლიტიკური კონფლიქის ეპიცენტრში“, რომლის შედეგებითაც (სომხური გეგმების „წარმატების“ შემთხვევაში) ტერ მაგაკია ამირიანს დიდი პერსპექტივები ელის.
ეს დანიშვნა შეიძლება შევადაროთ სხვა „არგენტინიდან გამოსულს“ - ბუენოს-აირესის უკრაინის ბერძნულ კათოლიკეთა სულიერ ლიდერს, არქიეპისკოპოს სვიატოსლავ შევჩუკს. კიეევში „მაიდანის“ წინ პაპი ფრანცისკის მეგობარი არგენტინაში სვიატოსლავ შევჩუკი დანიშნულ იქნა უკრაინის ბერძნულ კათოლიკეთა სულიერ ლიდერად.
თავიდან ბევრი ვერ ხვდებოდა - რასთანაა დაკავშირებული ასეთი დანიშნვა. სანამ „მაიდანი“ კიევში დაიწყებოდა. ბერძენ-კათოლიკეებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მასში, რომელთა „აგიტირებას“ ახდენდნენ სვიატოსლავ შევჩუკის დაქვემდებარებულები. ბუნებრივია, რომის პაპი ფრანცისკის კურთხევით. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ბერძენ-კათოლიკეები ცხოვრობენ ძირითადად სამ დასავლეთის რეგიონებში - ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი და ტერნოპოლი და სწორედ მათ შეადგინეს უკრაინის მაიდანის „ხერხემალი“, რომელმაც შედეგად მიგვიყვანა გეოპოლიტიკურ კრიზისთან და ომთან აღმოსავლეთ უკრაინაში.
და აი ახლა სომეხ „არგენტინელ მეგობარს ვატიკანის ლიდერისა“ „ადესანტებენ“ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში.
ეს ყოველივე გვაიძულებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამზადებენ თუ არა აქაც მსგავს მოვლენებს, როგორც უკრაინაში მაიდანზე, რომელიც „გადაიზრდება“ სეპარატისტულ აჯანყებებში გარე ჩარევით და საბოლოოდ სახელმწიფოს დაშლისკენ.
განსაკუთრებით აუცილებელია სამცხე-ჯავახეთის სომეხთა შორის სეპარატისტული განწყობების გათვალისწინება. სომეხი ნაციონალისტები ამ ქართველ მიწას „ძირძველ სომხურ „ჯავახკს“ უწოდებენ და არ მალავენ საკუთარ განზრახვას შეუერთონ ის სომხეთს „არწახის“ სცენარის მიხედვით.
იმავდროულად, ტერ მაგაკია ამირიანი ტრაბახობდა საკუთარი კავშირებით სომხეთის საოკუპაციო არმიასთან და სეპარატისტებთან სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ყარაბაღში.
აი, ნაწყვეტი იმ ინტერვიუდან:
- სულიერი მქადაგებელი გახდით, ინარჩუნებთ თუ არა კავშირებს სომხურ არმიასთან, სომეხ სამხედროებთან?
- აუცილებლად. ყოველთვის, როცა სომხეთში ჩამოვდივარ, პირელ რიგში სამხედროებს ვხვდები. რათა მხარდაჭერა გამოვუცხადო სომეხ მებრძოლებს, წმინდა გრიგორ ლუსაროვიჩის ეკლესიის ახალგაზრდების მონაწილეობით ვახორციელებ ერთ პროგრამას. ყოველ წელს ღონისძიებების დროს ორგანიზებას ვუკეთებ სპეციალურ სადილს, საიდანაც მოგებას გადავცემ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს, რომელიც დისლოცირებულია თავუშის რეგიონში. ასევე ვეხმარებით რამდენიმე ოჯახს სოფლებიდან.
წელს კი ჩემი ახლობლების ხელშეწყობით აშშ-ში შეძლეს და შეაგროვეს 30 ათასი დოლარი, რომლითაც ეწვივნენ „არწახს“ და დაეხმარნენ 26 მებრძოლთა ოჯახებს, რომლებიც აპრილის 4 დღიან ომში დაიღუპნენ, შეხვდნენ ასევე დაჭრილ სამხედროებს. ასევე ეწვივნენ დაღუპულთა ოჯახებს „არწახის“ ომში.
იმის გათვალისწინებით, რომ „ჯავახკის“ სომხები უდგამენ ძეგლებს ჯალათ-სეპარატისტებს, რომლებიც ყარაბაღში ომობდნენ, იმავე მიხაილ ავაგიანს - ამ სომხებისთვის „სასულიერო პასტორად“ დანიშნვა იმ სასულიერო პირის, რომელიც დაკავშირებულია „არწახის“ ბოევიკ-სეპარატისტებთან და სომხურ საოკუპაციო არმიასთან თავისთავად შეიძლება იყოს საფრთხე საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისთვის.
არის საფრთხე იმისა, რომ „ჯავახკში“ მზადდება სომხური ამბოხი „არწახის სცენარის“ მიხედვით, რომელიც მიმართულია ასევე საქართველოსა და თურქეთის წინააღმდეგაც. ვატიკანის გავლით კი, რომელთანაც ახლოსაა სომეხ სეპარატისტთა ახალი „სასულიერო ლიდერი“, დასავლეთს შეუძლია მხარდაჭერა გამოუხატოს მას.
KavkazPlus
წაკითხულია : 811
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24