პოლიტიკა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი კოლეგებს მიმართავს

15.05.19 12:00


ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი კოლეგებს მიმართავს:

„ძვირფასო ადვოკატებო,

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება.

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების ირგვლივ განვითარებულ პროცესებში, რაც გამოიხატებოდა აღნიშნულ საკითხზე არაერთი საჯარო განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებით, საკონონმდებლო პროცესში მონაწილეობითა თუ ადვოკატთა საერთო კრების რეზოლუციის მიღებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციისთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა და წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მხოლოდ მაღალი პროფესიული რეპუტაციისა და პიროვნული სიმტკიცის მქონე იურისტების გამწესება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საჭიროა, რომ საკონკურსო პროცესი ეფუძნებოდეს ორ უმთავრეს პრინციპს: პროცესი უნდა იყოს ღია იურიდიული პროფესიის ყველა წარმომადგენლისთვის და უნდა იყოს მაქსიალურად გამჭირვალე. იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული მიზნების რეალური განხორციელება, საჭიროა რაც შეიძლება მეტმა კვალიფიციურმა, კეთილსინდისიერმა და მაღალი რეპუტაციის მქონე კანდიდატმა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა.

ამიტომ, ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, რათა ადვოკატურამ თავისი წვლილი შეიტანოს უზენაესი სასამართლოს მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის იურისტებით დაკომპლექტების საქმეში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“- ნათქვამია ასათიანის მიმართვაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები