პოლიტიკა
15.05.19 16:45
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ქართველი და უხცოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს ძველი მეგობრობა აკავშირებთ.
,,მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
ასევე, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 30 წლის წინ, საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, რამაც განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისუფლების დაბრუნება. ასე დაიწყო, ჩვენი ბრძოლა, რამაც დღეს აქამდე მოგვიყვანა. სავარაუდოდ, 30 წლის წინ რთული იქნებოდა იმის პროგნოზირება, რომ ლატვია ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდებოდა და საქართველო ასე ახლოს იქნებოდა ევროკავშირისა და ნატოს ღია კართან. საქართველოს ეს ტრაექტორია განისაზღვრა ერთგული მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების თანადგომით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, გამოხატავს არა მხოლოდ იმ პროგრესს, რომელიც თან სდევს ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალ ვაჭრობას, ვიზალიბერალიზაციას, არამედ საუბრობს იმაზე, რაც გასაკეთებელია ევროპაში დაბრუნებისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ,,ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც ივლისში გაიმართება სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება, საქართველო იქნება მზად გამოხატოს საკუთარი ამბიცია, გეგმა და საკუთარი ხედვა, თუ როგორ მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში, მიუხედავად ორგანიზაციის გარდამავალი პერიოდისა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.
რაც ეხება ნატოში ინტეგრაციის მიმართულებას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ იცის როგორ გააძლიეროს კავშირები ნატოსთან, იმისათვის რომ ბიძგი მისცეს ღია კარის პოლიტიკას.
,,ეს გულისხმობს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე გულისხმობს მეტ სამხედრო წვრთნებს, შესაძლებბლობის ფარგლებში მეტი უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელებას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიულ პოლიტიკისა და საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო არ შეცვლის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ,,ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24