პოლიტიკა
16.05.19 11:30
თბილისის მერიამ გადაწყვიტა იმ ტაქსის მძღოლების წრე გააფართოვოს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ავტომობილის გადაღებვისა და სალონების ქიმწმენდის უფასო ვაუჩერით.
ამ დრომდე აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც შესაბამისი ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აიღეს. ამიერიდან ვაუჩერებს გადასცემენ მათაც, ვინც ლიცენზიის აღების შემდეგ შეცვალა ავტომობილი და მიიღო ახალი ნებართვა.
„ტაქსების რევოლუცია“ აღარ იქნება - ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებები ირჩიეს.
ამ ადამიანებმა 1 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში უნდა მიმართონ პირდაპირ კომპანიას, რომელმაც ტაქსისტებისთვის შესაბამისის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ან განცხადებით მიმართონ ვებგვერდზე taxitbilisi.gov.ge.
უფრო მეტიც, მერიამ გადაწყვიტა ეს ვაუჩერები გადასცეს მათაც, ვინც ლიცენზია 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით პერიოდში მიიღეს. მთავარი პირობა – ავტომობილი არ უნდა იყოს 15 წლის ზემოთ ასაკის.
ყოველივე ეს ეხება იმ ტაქსისტებს, რომლებიც А კატეგორიას იღებენ.
მათთვის, სხვა სიკეთეებთან ერთად, თბილისში 437 უფასო პარკირების ადგილი გამოიყოფა.
ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ.
მერია ტაქსის მძღოლებთან დათმობაზე რამდენჯერმე წავიდა. უკვე აღარ არის სავალდებულო А კატეგორიის ტაქსის თეთრად გადაღებვა – საკმარისი იქნება თეთრი ფერის ფირის გადაკვრა. ამასთან ერთად, მერიამ 2021 წლამდე გადაავადა В კატეგორიის ლიცენზიის მქონე მარჯვენასაჭიანი ტაქსის მძღოლებისთვის მგზავრების აყვანის აკრძალვა.
A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.
А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.
B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ.
აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24