პოლიტიკა
16.05.19 17:10
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის თქმით, როდესაც ევროსაბჭო მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ საუბრობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, როგორც ქვეყნის განუყოფელ ტერიტორიებზე, ეს მკაფიო მხარდაჭერის კიდევ ერთი გზავნილია.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მუდმივად უნდა გააგრძელონ მუშაობა იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდეს. ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ევროსაბჭო და კონკრეტულად ლიეტუვა მიესალმება იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„ევროსაბჭო თავისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და შესაძლოა, ბევრი კონკრეტული ნაბიჯის მოლოდინი არ გვქონდეს, მაგრამ თავად ის დოკუმენტი, რომელიც უნდა მივიღოთ, საუბრობს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთეს მომავლისკენ“ და მიესალმება მას, გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ასევე, გამოთქვამს შეშფოთებასა და კრიტიკას იმ მიუღებელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. საზღვრების გადაკვეთას ეხება. მე ეს ჩემი თვალითაც არაერთხელ მინახავს. როდესაც ევროსაბჭოს დოკუმენტში საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეჭვგარეშე ეკუთვნის საქართველოს, ეს, თავისთავად, უკვე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კიდევ ერთი მესიჯი. ახლა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს იმის გაანალიზებაზე, თუ რატომ ვერ იცვლება სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მცდელობისა, გაუმჯობესება არ გვაქვს, ამიტომ ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს ჩვენს დღის წესრიგში. სკეპტიკოსებმა შეიძლება, თქვან, რომ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, არაფერი იცვლება, მაგრამ თუ მცდელობას შევწყვეტთ, არც არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუმა ჰელსინკიში საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
ფინეთის დედაქალაქი 16-17 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს, რომლის დღის წესრიგშიც საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი განიხილება, მათ შორის – მინისტერიალმა უნდა მიიღოს დოკუმენტი სახელწოდებით – „ევროპის საბჭო და კონფლიქტები საქართველოში“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, მკაცრად გმობს რუსთის აგრესიულ ქმედებებს და ოკუპანტ ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24