პოლიტიკა
16.05.19 17:45
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის“ ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მსჯელობა გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანთან -„გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება“ მიმართებით.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს რა დამოკიდებულება გაქვთ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ თქვენ უფრო განსაზღვრავთ მომავალში, როგორი იქნება საზოგადოების განწყობა, ვიდრე პოლიტიკოსები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა: სელექციურ აბორტებზე (გენდერული სელექცია), საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში გენდერულ თანასწორობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ეკონომიკური ჩართულობის კუთხით არსებულ პრობლემებზე და მამაკაცისა და ქალის ანაზღაურებას შორის განსხვავებაზე, ქალთა თანაბარ პოლიტიკურ მონაწილეობაზე, მემკვიდრეობით ქონების მიღებისას არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომებზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუდენტებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო.
„წინა მოწვევის პარლამენტებშიც არსებობდა გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა ამ მოწვევის პარლამენტში საბჭოს საქმიანობა ყველაზე აქტიური და შედეგიანია, იმიტომ, რომ საბჭო ძალიან მონდომებულია, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ და შევძლოთ უფრო თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება შევქმნათ მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა პარლამენტის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით მთავარი საერთაშორისო დოკუმენტის - „სტამბოლის კონვენციის“ რატიფიცირების მნიშვნელობაზე და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას და პროგრესს ფემიციდთან ბრძოლის მიმართულებით.
„სახელმწიფომ დაიწყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოყენება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე. შესაბამისად, ქალებს გაუჩნდათ უფრო მეტად ნდობა და განცდა, რომ თუკი ისინი ასეთი ძალადობის ქვეშ იმყოფებიან, შეუძლიათ ენდონ და პოლიციას მიმართონ. ამან გამოიწვია ფემიციდის რიცხვის მნიშვნელოვნად, დაახლოებით 5-ჯერ შემცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, თემატური მოკვლევის ფარგლებში, ყურადღება ეთმობა ქალებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის საკითხს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე ისაუბრა გენდერული კვოტირების საკითხზე და ამ მიმართულებით გენდერული თანასწორობის საბჭოს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ბოლოს, თამარ ჩუგოშვილმა სტუდენტებს შეკითხვებსაც უპასუხა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 91
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24