პოლიტიკა
17.05.19 10:30
თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, აუცილებელია, ერთობლივად გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის სახედ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების დასაცავად, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასა და უცხოეთში სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტებს ტალინში გამართულ შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა მათ საქართველოს განვითარებისა და წინსვლისათვის მნიშვნელოვანი ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ დიასპორაა ქვეყნის განვითარებისათვის მებრძოლი ძალა.
“მე ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მეძლევა საშუალება საზღვარგარეთ ვიზიტებისას გავიცნო ქართველები, როგორ ცხოვრობენ, ვინ არიან და რას საქმიანობენ. საინტერესოა, როგორ ხედავთ საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივ მომავალს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ეს მომავალი. ესტონეთმა ჩვენამდე შეაღწია ევროკავშირში და ჩვენ ცოტა დაგვიანებით მივყვებით მას. მიმაჩნია, რომ თქვენ ამ ქვეყანაში დიდი როლი გაქვთ, რადგან ესტონეთი ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყანაა. თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, აუცილებელია, ერთობლივად გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის სახედ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების დასაცავად. ესტონელები, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები და პოლონელები არიან ჩვენი მეგობრები და ადვოკატები ყველგან, სადაც შეუძლიათ, მაგრამ ვერავინ გაგიწევს ისეთ მხარდაჭერას, როგორიც შეიძლება გქონდეს შენივე დიასპორიდან და შენივე სტუდენტებისგან, რადგან ეს ძალიან ბუნებრივი და აუცილებელია.
ამისათვის წინასწარ მინდა მადლობა მოგახსენოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, „მომავალი წლები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შევაღწიოთ ევროკავშირში“.
„ჩვენი ამოცანაა დღეს მოვახდინოთ ევროკავშირის სხვადასხვა სექტორებსა და პროგრამებში პრაქტიკული გაწევრიანება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგი ვნახოთ“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივ პროგრესს განვიცდით და იმისათვის, რომ ეს პროგრესი შევინარჩუნოთ საჭიროა, შევინარჩუნოთ ის განცდა, რომ წინ მივდივართ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან იმ საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმში, ზაფხულშია დაგეგმილი და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.
„თავის მხრივ, ქართველმა სტუდენტებმა პრეზიდენტთან სწავლის პროცესის შემდეგ სამშობლოში საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. სტუდენტები დაინტერესდნენ, გააჩნია თუ არა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ხედვა, რა მიმართულებით იგეგმება ქვეყნის განვითარება და რა ნიშა უნდა დაიკავოს მან, როგორია საქართველოს სამომავლო, კონკრეტული ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
ქართულ დიასპორასა და სტუდენტებისათვის, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24