პოლიტიკა
17.05.19 12:00
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 93-ე შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი დააყენეს და შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა მოითხოვეს. შეხვედრაზე ისაუბრეს დავით ბაშარულის საკითხზეც.
ყურადღება გამახვილდა ბოლო დროს ოკუპირებულ რეგიონში გამოვლენილ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ჩვენი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას, ასევე მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და მათ მიმართ სამართლის აღსრულება.
ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე, რაზეც პასუხი კვლავ არ იქნა მიღებული. გავაჟღერეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებული შემთხვევები“ - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.
ქართულ მხარესთან პრეტენზიები აქვს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის.
დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ეგორ კოჩიევი ამბობს, რომ ქართული პოლიცია ე.წ. საზღვარს კვეთს. მისივე თქმით, ირღვევა საჰაერო სივრცე, უპილოტო საფრენი აპარატებით.
„შეხვედრაზე, რომლის მიზანი ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტების განხილვაა, ჩვენ წამოვაყენეთ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი. მონაწილეებს ასევე ვაცნობეთ ქართული პოლიციის წარმომადგენლების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტების შესახებ. რაც შეეხება რუსული ვერტმფრენის საკითხს, რუსული ვერტმფრენები სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ და საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს გადმოდიან. ქართულმა მხარემ წამოაყენა ეს საკითხი, თუმცა არანაირი მტკიცებულებები, ვიდეო ჩანაწერები ან ფოტო მასალა არ წარმოუდგენია. ქართული მხარე არ არის თანახმა, განიხილოს სასაზღვრო ხაზის დადგენის საკითხი, მიუხედავად, იმისა რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ამას მოითხოვს“ - განაცხადა ეგორ კოჩიევმა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24