პოლიტიკა
21.05.19 10:30
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრებს, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო, ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის, მათ შორის – საპარლამენტო კავშირების გაღრმავების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა გერმანელ კოლეგებს გააცნეს კომიტეტების მუშაობის სპეციფიკა, ის ძირითადი პროექტები, რომლებზეც კომიტეტებში მუშაობენ და ა. შ.
„ჩვენ ვისაუბრეთ გერმანიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე, მადლობა გადავუხადეთ გერმანიის სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის საქართველოსთვის და, ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ – გერმანიამ და საქართველომ პოლიტიკურ დონეზე უნდა განვახორციელოთ. ასევე, ვისაუბრეთ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ბუნდესტაგმა 10 მაისს მიიღო და სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისკენ სწრაფვა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ძალიან პოზიტიურად არის მოხსენიებული. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
გერმანელ კოლეგებთან შეხვედრას, ასევე, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა სოფო კილაძემ.
„გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია, რომელიც მათ შორის ევროკავშირსა და ნატოს-თან ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რომელიც ორივე მხარისთვის აქტუალურია სამომავლოდ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც გვექნება გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24