პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

21.05.19 11:00


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ნინომ ბურჯანაძემ აღნიშნა, ეს არ იყო პირველი შეხვედრა და სწორედ ამიტომ ჯასტინ მაკკენზი სმიტი კარგად იცნობს საქართველოში არსებულ რეალობას და მათ შორის მის პოლიტიკურ ხედვებს და მიზნებს.

პარტიის ლიდერმა და ელჩმა ქვეყანაში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე და მის შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, საქართველოში არჩევნებზე გადამწყვეტ როლს თამაშობს ფინანსური მხარე, სწორედ ამიტომ უმეტეს შემთხვევაში არ არის ამომრჩევლის თავისუფალი ნება გამოხატული და თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში არჩევნები საბოლოოდ აზრს დაკარგავს.

საუბრის ძირითადი დრო ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო სისტემის შეცვლას და ნამდვილი დემოკრატიული არჩევნების ატარების აუცილებლობას დაუთმო. ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას და საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების აუცილებლობას. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ევროპული ფასეულობების მიმართ პატივისცემა უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელ სასამართლოს, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ არჩევნებს ნიშნავს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პარტიის გეგმები გააცნო. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესო იქნება თუ რა გეგმებით წარდგება ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი ყრილობაზე და ის მხოლოდ მიესალმება ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას, რადგან დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა განსხვავებული აზრის თავისუფლება და მრავალპარტიულობაა.

ნინო ბურჯანაძემ დიდი ბრიტანეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს წარმატება უსურვა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები