პოლიტიკა

პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა -NDI-ის კვლევა

21.05.19 11:50


პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საქმიანობის დადებითი მაჩვენებელი 2018 წლის 25%-დან 20%-ზე ჩამოვიდა, უარყოფითი კი 16%-დან 22%-მდე გაიზარდა, შემცირდა იმ ადამიანების პროცენტიც, ვინც მის საქმიანობას საშუალოდ აფასებდა 52%-დან 44-%-მდე.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის დადებითი მაჩვენებელი 2018 წლის 26%-დან 20%-ზე ჩამოვიდა, უარყოფითი კი 17%-დან 30%-მდე გაიზარდა, შემცირდა იმ ადამიანების პროცენტიც, ვინც მის საქმიანობას საშუალოდ აფასებდა 51%-დან 38-%-მდე.

პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობის დადებითი მაჩვენებელი 2018 წლის 19%-დან 15%-ზე ჩამოვიდა, უარყოფითი კი 22%-დან 33%-მდე გაიზარდა, შემცირდა იმ ადამიანების პროცენტიც, ვინც მის საქმიანობას საშუალოდ აფასებდა 43%-დან 38-%-მდე.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები