პოლიტიკა

გამოკითხულა 59% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს – NDI

21.05.19 13:00


საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 21 მაისს, გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 59 მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია.

კვლევის ფარგლებში ადამიანებს ჰკითხეს, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? 59%-მა უპასუხა, რომ არ თვლის და მხოლოდ 41% მიიჩნევს, რომ დასაქმებულია. დასაქმების აღქმის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2010 წლის შემდეგ.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები