პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი კიევში აშშ-ის დელეგაციას შეხვდა

21.05.19 13:40


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, კიევში აშშ-ის დელეგაციას შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის დელეგაციას ამერიკის ენერგეტიკის მდივანი, რიკ პერი ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მზადება, აშშ-ის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან მიმართებით ნატო-სა და ევროკავშირის გზა და ბათუმის კონფერენცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკარაინის ახლადაარჩეულ პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები