პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და უკრაინას საერთო ინტერესები აქვთ

21.05.19 14:35


საქართველოსა და უკრაინას საერთო ინტერესები აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განახადა, რომელიც უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუხედავად დატვირთული დღის წესრიგისა და უამრავი სტუმრისა, გუშინ გაიმართა სალომე ზურაბიშვილისა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო ინტერესები და ასევე მსგავსი შინაარსის საკითხები, იქნება ეს ევროკავშირში გაწევრიანება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემატიკა. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას აქვს საერთო გეგმები და სტრატეგიული თანამშრომლობის ურყევი ნება.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ს დელეგაციასთან. აშშ-ს დელეგაციას ამერიკის ენერგეტიკის მდივანი, რიკ პერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განხილული იყო: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მზადება, აშშ-ს მხრიდან უკრაინასა და საქართველოს მხარდაჭერა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან მიმართებით ნატოსა და ევროკავშირის გზა და ბათუმის კონფერენცია.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები