პოლიტიკა

"ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება"- ბადრი ჯაფარიძე

21.05.19 15:20


ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრა მას აძლევს იმედს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბანკებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. მისი თქმით, ის თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ყველა მხარისგან ხედავს.

ამის შესახებ ჯაფარიძემ ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადად, საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავებები. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ.

საზოგადოდ, არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. ეს არის ძალიან დამაიმედებელი. ვფიქრობ, იმ ტემპით და რესურსებით, რომლებიც ახლა მოზიდულია ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ვეძებთ მექანიზმებს, როგორ შევქმნათ საგარანტიო მექანიზმი. დღეს არ იყო ამ შეხვედრის ამოცანა შეთანხმებისთვის მიგვეღწია. შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში საფუძველის მომზადება და ეს გაკეთდა. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი იქნება. არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება. სამუშაო პროცესია, ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი ვადებში განხორციელდეს.

არანირი გადახედვა ვადის არ ყოფილა არასდროს, არც განიხილება. ბანკები არიან ძალიან კონსტრუქციული, მთავრობაც არის კონსტრუქციული. ჩვენ, როგორც კონსორციუმი, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ. ამიტომ ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ვფიქრობ, დარჩენილი საკითხები მოგვარდება. ეს არ არის ერთ საათში მოსაგვარებელი თემა, ეს არის პროცესი.“-განაცხადა ჯაფარიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები