პოლიტიკა

ბახტაძე პარლამენტში სიტყვით მაისის ბოლოს გამოვა

22.05.19 10:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დეპუტატების კითხვებს პარლამენტში 31 მაისს უპასუხებს, განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციის ახალი მეთოდით ჩაივლის - როდესაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან სხვა აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს არანაკლებ შვიდკაციანი დეპუტატების ჯგუფის კითხვებს.

ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატების მოთხოვნით გამოცხადდება. მათ აქვთ კითხვები, რომლებიც ეხება დაკრედიტების ახალ წესებსა და საპენსიო დაგროვებით სისტემას. ამას გარდა, ბახტაძე დაესწრება დეპუტატების დებატებს კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ და ბოლოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლებას მიიღებს.

ბახტაძე პარლამენტში სიტყვით წელს ინტერპელაციის ახალი მეთოდით უკვე მეორედ გამოვა. მარტის ბოლოს პრემიერმა დეპუტატების ქვეყანაში კრიმინალის მხრივ არსებული ვითარების თაობაზე კითხვებს უპასუხა.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში.

პრემიერის გარდა, შემდეგ პლენარულ სხდომაზე, 27-31 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები