პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება

22.05.19 11:00


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი სესიაშვილის, სიმონ ნოზაძის, ირაკლი აბესაძის და გიორგი ლომიას შემადგენლობით, რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარე, იურის რანცანსთან. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლატვიაში განხორციელებული დემოკრატიულ რეფორმებს და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით ლატვიის გამოცდილებას.

პარლამენტის ცნობით, იურის რანცანსმა დადებითად შეაფასა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეული კურსის მტკიცედ და წარმატებით განხორციელების პროცესი. მან ასევე, მხარი დაუჭირა ლატვიის პარლამენტში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის შემდგომ გააქტიურებას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებს, მიღწეულ წარმატებას და ლატვიის გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით. ამასთან, მასპინძელმა მხარემ ანტიკორუფციული მიმართულებით შემდგომი თანამშრომლების ინტერესი გამოხატა.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომი და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითრების კუთხით განხორციელებული აქტივობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს, სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა, საერთაშორისო ინსტიტუტებში საქართველოს მტკიცე და უპირობო მხარდაჭერისათვის და ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები