ეკონომიკა
27.07.16 21:15
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო მიიღო, რომელიც თბილისს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების – “ამბასადორიალი 2016” ფარგლებში ეწვია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.
„უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩვენი თანამშრომლობის მრავალ ასპექტს მოიცავს – დაწყებული ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობების გაძლიერებით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთთან თანამშრომლობა, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატში, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ფორმატში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგო ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეხვედრაზე ასევე განიხილეს, ვარშავის სამიტის შედეგები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც საქართველო ამ პროცესში დგამს.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და გამოითქვა რწმენა, რომ მომავალი არჩევნები უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩატარდება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 748
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24