საზოგადოება

საქართველოს მთავრობა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს აღადგენს

01.08.16 16:50


სოფელ ჩარგალში, დიდი ქართველი შემოქმედის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

სახლ-მუზეუმი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, მრავალი წლის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო.

უკვე აღდგენილია სახლის სახურავი, მოეწყო ხის ახალი კონსტრუქციები და დაიფარა კრამიტის საბურველით; მოიხსნა ამორტიზებული აივნის სვეტები, მოაჯირები და ყველა ელემენტი შეიცვალა ახლით; ამაღლდა სახლის უკან არსებული ფლეთილი ქვით ნაგები საყრდენი კედელი; ახლიდან დაეგო სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული დამხმარე ნაგებობების სახურავი; ამჟამნად მიმდინარეობს აივნისა და ოთახების იატაკის რეაბილიტაცია, ასევე ცენტრალური შესასვლელის მოწყობა.

მიუხედავად სარემონტო სამუშაოებისა, მუზეუმი მუშაობას განაგრძობს. ის, ორშაბათის გარდა, ყოველდღე 10:00-იდან 18 საათამდე მუშაობს.

მუზეუმში წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები, პოეტის სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, პოეტისადმი მიძღვნილი ქანდაკებები და ფერწერული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები