საზოგადოება
01.08.16 18:00
ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის სოციალური დრამა „მოირა“ ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.
კინოფესტივალი ბულგარეთში 22-28 ივლისს გაიმართა. კინოფორუმზე წარდგენილი იყო რუსი, ბულგარელი, კანადელი, თურქი, გერმანელი, სომეხი და ქართველი რეჟისორების 24 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი, ასევე დოკუმენტური ფილმები.
ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი“, თუმცა, ეს ბულგარეთის კინოფესტივალზე ქართული კინოს ერთადერთი გამარჯვება არაა — ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ გაიმარჯვა ნიკოლოზ ბეჟანიშვილის ქართულმა სურათმა „შავი კვადრატი“.
ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ გამარჯვებულია ბულგარელი ხრისტო სიმენოვის „ვაჟიშვილი“.
„მოირას“ პრემიერა საქართველოში 2015 წლის ზაფხულში, სოფელ დიცში, პროექტ „საზაფხულო სკოლის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსწავლეებისათვის ჩატარდა.
მოირა ძველბერძნულ მითოლოგიაში ბედისწერის ქალღმერთია. თუთბერიძის ფილმში მოირა ორი მეთევზე ძმის უბრალო თევზსაჭერ ნავს ჰქვია. ესაა ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ისტორია. ციხიდან გამოსული ერთ-ერთი ძმა მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები.
მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა, ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
ბურგასის საერთაშორისო კინოფესტივალი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების რეჟისორებისთვის თანამედროვე კინოხელოვნების წარდგენის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
ყოველწლიური კინოფორუმი თავის მაყურებელს კინოს სხვადასხვა ჟანრის სიახლეებს აწვდის, ასევე რეგიონში კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას უწყობს ხელს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24