საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

01.08.16 18:20


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 226 მსჯავრდებული შეიწყალა.

ამათგან, 154 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, მათ შორის, 8 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. დანარჩენ 72 მსჯავრდებულს, რომელთაგან 3 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

„2016 წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1 585 პირის საქმე.

ზემოაღნიშნულ პერიოდში, შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად, 2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 154 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები