საზოგადოება

განათლების მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრებს მართავს

01.08.16 19:55


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ყოველთვიურად შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

ჯეჯელავამ რექტორებთან პირველ შეხვედრა უკვე გამართა და მათთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტებში მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემური საკითხები განიხილა.

თავის მხრივ, რექტორებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობისა და აღნიშნული შეხვედრების ორგანიზების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.

„ის, რაც ამ ფორმატის შეხვედრაში მე მომეწონა ისაა, რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა საკუთარი თავის წარმოჩენის, ერთმანეთის შესახებ უფრო მეტის გაგებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის კუთხით“, —აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

გარდა ამისა, განათლების მინისტრი ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად ატარებს პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 17506


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები