საზოგადოება

„პობედა“ როსტოვიდან თბილისში იფრენს

01.08.16 20:45


რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა“ საქართველოში რეისების დაწყებას გეგმავს — ავიაკომპანიამ დონის როსტოვი-თბილისი მარშრუტის განხორციელების ნებართვა მიიღო, განუცხადეს Sputnik-ს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოში.

„ავიაკომპანიამ ნებართვა მიიღო. ახლა დაიწყება მოლაპარაკებები საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან, მისი დასრულების შემდეგ კი დავიწყებთ რეისების განხორციელებას როსტოვი-თბილისის მიმართულებით“, — განაცხადა „როსავიაციის“ თანამშრომელმა.

მისი თქმით, ავიაკომპანია ფრენებს, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბრიდან შეუდგება.

„პობედა“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაკომპანიაა. პირველი ფრენა მან 2014 წლის 1 დეკემბერს განახორციელა.

2016 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სამგზავრო ავიამიმოსვლა 56%-ით გაიზარდა. ეს, ძირითადად, საქართველოსადმი რუსი ტურისტების დაინტერესებით არის განპირობებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები