საზოგადოება

ამინდი საქართველოში: წვიმიანი ღამეები

01.08.16 22:15


უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები, განსაკუთრებით ღამით, დღისით, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება.

2 აგვისტო

დღისით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

ღამით ჰაერის ტემპერატურა 17-22, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი იქნება. უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 20, ხოლო დღისით — 33 გრადუსი სითბო.

3 აგვისტო

ღამით მთელ საქართველოში ხანმოკლე წვიმა იქნება ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით იქროლებს.

ჰაერის ტემპერატურა ღამით 18-23, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი იქნება.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 33-მდე.

4 აგვისტო

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსაცლეთსი შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარე წამში 8-13 გრადუსი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა ღამით 18-23, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი იქნება.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 36-მდე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები